არჩევნები გარდაბანში

მე-2 საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირებისას ენმ-ის მხარდამჭერი დაშავდა

ტაბულა

გარდაბანში, მე-2 საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაშავებულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთი მხარდამჭერი. ენმ-ის განცხადებით, "მათ მხარდამჭერებს თავს დაესხნენ და პოლიციას არ ჰქონდა შესაბამისი რეაქცია".

ტაბულას კორესპონდენტის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების მანქანა. ტაბულას ჟურნალისტის თქმითვე, ერთ-ერთი პირი, რომელსაც სამოქალაქო ფორმა ეცვა, თუმცა, პოლიციელივით იქცეოდა და სიტუაციას აკონტროლებდა, შეიარაღებული აღმოჩნდა. მან ვინაობა არ დაასახელა, ხოლო როცა ჟურნალისტებმა სახელი და გვარი ჰკითხეს, გაიქცა. ის პოლიციელებმა თავიანთი მანქანით წაიყვანეს. 

კომენტარები