სპეცუბნები

ხიდაშელი: სპეცუბნები გაუქმდება

თინა ხიდაშელი
ტაბულა

მთავრობის სხდომაზე თინა ხიდაშელმა წარადგინა თავდაცვის სამინისტროს მომზადებული კანონპროექტი, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

თინა ხიდაშელმა პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ, კანონპროექტის მიხედვით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სპეცუბნები გაუქმდება. მინისტრი იმედოვნებს, რომ პარლამენტი მისი უწყების მომზადებულ კანონპროექტს დაამტკიცებს.

"გაუქმდება სპეცუბნები. ეს წერია კანონპროექტში და, იმედია, დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ამას უცვლელად მიიღებს. უდიდესი უმრავლესობა ხმას მისცემს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, თუმცა კონტინგენტის ის ნაწილი, რომელიც სავალდებულო განაწესში იმყოფება და ვერ დატოვებს სამხედრო ნაწილს, მათ როტაციასაც უზრუნველვყოფთ, იმისთვის, რომ თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე არ ჩატარდეს არჩევნები", - თქვა ხიდაშელმა.

ხიდაშელის თქმით, გამონაკლისი იქნება ავღანეთი, რადგან სამხედრო მოსამსახურეების საქართველოში ჩამოყვანა ვერ მოხერხდება.

"ეს ყველაფერი ერთადერთ ამოცანას ემსახურება, რომ ჯარისთვის ერთგვარად შეურაცხყოფის მიყენების სამწუხარო კამპანია, რომელიც რიგ შემთხვევებში სახეზე იყო ბოლო თვეების განმავლობაში, ავლაგმოთ", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები