ჰასან როუჰანი ევროპაში

როუჰანი: სირიის პრობლემა არა ასადი, არამედ ე.წ. ისლამური სახელმწიფოა

Telegraph

ირანის ლიდერმა ჰასან როუჰანიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სირიის 5-წლიან კრიზისზე პასუხისმგებელი არა ბაშარ ალ-ასადი, არამედ სუნიტი მებრძოლები და მათი მხარდამჭერები არიან, რომლებიც მათ იარაღს აწვდიან და ტერორისტებისგან ნავთობს ყიდულობენ.

ამას გარდა, ირანის პრეზიდენტი დასავლეთს ტერორიზმთან ბრძოლაში დახმარებას დაჰპირდა და ბირთვულ შეთანხმებაზეც ისაუბრა. როუჰანიმ პირობა დადო, რომ ირანი სრულად შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს და შეთანხმების ხელმომწერი სხვა მხარეებისაგანაც იმავეს ელოდება.

კომენტარები