პოლიტიკური პატიმრები

უსუფაშვილი: აგრამუნტმა მძიმე შეცდომა დაუშვა

დავით უსუფაშვილი
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პედრო აგრამუნტის მიერ გიგი უგულავას პოლიტპატიმრად მოხსენიებას უარყოფითად აფასებს. 

ტაბულას კითხვაზე, "როგორ აფასებთ ასეთი მაღალი ტრიბუნიდან პოლიტპატიმრის ყოლაზე მითითებას?", უსუფაშვილი პასუხობს, რომ აგრამუნტმა მძიმე შეცდომა დაუშვა.

"მე ამას ვაფასებ, როგორც ძალიან მძიმე შეცდომას ბატონი თავმჯდომარის. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან მაღალი თანამდებობის პირებიც ცდებიან ხოლმე, მათ შორის ევროპაში", - თქვა უსუფაშვილმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლადარჩეული პრეზიდენტის პედრო აგრამუნტის განცხადებით, მისი პრიორიტეტი გიგი უგულავას, ნადია სავჩენკოს და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება იქნება.

კომენტარები