გრიპის ვირუსი

გრიპის ვირუსით მერვე ადამიანი გარდაიცვალა

გრიპის ვირუსით მერვე ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, წინა კვირებთან შედარებით, ავადობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა იკლო.

"მესამე კვირასთან შედარებით, მეოთხე კვირაში გვაქვს ავადობის ტემპის შემცირება, ასევე ჰოსპიტალიზაციის ტემპის შემცირება. სამწუხაროდ, გვაქვს მერვე შემთხვევა გარდაცვალების და ეს შემთხვევა დაკავშირებულია სამედიცინო დაწესებულებაში დაგვიანებით მიმართვასთან. რეკომენდაცია იქნება, რომ გრიპის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დროულად მიმართეთ საავადმყოფოს", - განაცხადა გამყრელიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

H1N1-ის ვირუსით ამ სეზონზე 7, ხოლო H3N2 გრიპის ვირუსით 1 ადამიანია გარდაცვლილი.

კომენტარები