ზიკა ვირუსი

ზიკა ვირუსთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

Getty Images

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ზიკა ვირუსის ფართოდ და სწრაფად გავრცელების გამო, საერთაშორისო დონეზე, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორის თქმით, ვირუსის დასამარცხებლად და ვაქცინის შესაქმნელად კოორდინირებული საერთაშორისო მუშაობაა საჭირო.

ზიკა ვირუსი უკვე დაფიქსირებულია კარიბის კუნძულებსა და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის 20-ზე მეტ ქვეყანაში. ზიკა ვირუსის შემთხვევა უკვე დაფიქსირდა აშშ-ის ტერიტორიაზეც. ზიკა ვირუსის შედეგად ათასობით ჩვილი შეიძლება, განუვითარებელი ტვინით დაიბადოს. ზიკა ვირუსი Aedes-ის გვარის ინფიცირებული კოღოების კბენის შედეგად ვრცელდება. ამ ეტაპზე მისი საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს.

კომენტარები