2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი

რუსეთი აგვისტოს ომის გამოძიებაში სასამართლოსთან ვერ ითანამშრომლებს

www.rbc.ru

რუსეთის იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია ვერ მიიღებს მონაწილეობას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო გამოძიებაში, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის კონფლიქტთან დაკავშირებით, რადგან რუსეთს რომის სტატუტის რატიფიცირება არ მოუხდენია. 

"2016 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაციას არ მოუხდენია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება და ის ძალაში არ შესულა", - ნათქვამია რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას, აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიების დაიწყებაზე თანხმობა ჰააგის სასამართლომ 27 იანვარს მისცა.

ბენსუდამ 2015 წლის 13 ოქტომბერს მიმართა სასამართლოს წინასწარი წარმოების პირველ პალატას და მოითხოვა ნებართვა საქართველოში, 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოსაძიებლად. გამოძიება 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. წინასწარი გამოძიება პროკურორის ოფისმა 2008 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

კომენტარები