მიგრანტების კრიზისი

იორდანიის მეფე: სირიელი ლტოლვილების გამო ქვეყანა კრიზისის პირასაა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

იორდანიის მეფე აბდულა ამბობს, რომ ასეული ათასი სირიელი ლტოლვილის გამო ქვეყანა კრიზისის პირასაა. მისი განმარტებით, ეს უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის სოციალურ სერვისებზე, ინფრასტრუქტურასა და ეკონომიკაზე.

აბდულას მოსაზრებით, ლტოლვილების მიღებაში საერთაშორისო თანამეგობრობა უფრო მეტად უნდა დახმარებოდა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციას სირიისა და მეზობელი ქვეყნების დასახმარებლად 7.7 მილიარდი დოლარი ესაჭიროება. ამ დროისთვის მას ამ თანხის 43% აქვს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები