ირანი და ევროპა

თეირანმა ევროპიდან კიდევ 20 თვითმფრინავი შეიძინა

ირანის სახელმწიფო ავიაკომპანიამ Iran Air-მა ფრანგულ-იტალიურ კომპანია ATR-სთან 20 თვითმფრინავის შეძენის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. გარიგება $1.089-მილიარდიანია. კომპანიას კიდევ 20 თვითმფრინავის შეძენის შესაძლებლობა აქვს. კონტრაქტის გაფორმებამდე ერთი კვირით ადრე ავიაკომპანიამ 118 თვითმფრინავი Airbus-ისგანაც შეიძინა.

თეირანი ასევე დაინტერესებულია ამერიკულ კომპანია Boeing-ისგან სამგზავრო თვითმფრინავის შეძენით.

 

კომენტარები