შეწყალების საქმე

ელისაშვილი: თუ საგამოძიებო კომისია შეიქმნება, დავასახელებ წყაროს ვინაობას

თეორემა/ტაბულა

ე.წ. შეწყალების საქმეზე თავისუფალი დემოკრატები საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. ამ თემაზე ელისაშვილმა და ფრაქციის წარმომადგენლებმა დღეს პარლამენტში, დახურულ ფორმატში ისაუბრეს. საკრებულოს დეპუტატმა შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო კომისია შეიქმნება, დაასახელებს იმ პიროვნების ვინაობას, ვინც მას დეპუტატების კორუფციული გარიგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარეზე შესაძლო ზეწოლის ბრალდებებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს თავისუფალი დემოკრატები პარლამენტში მიმდინარე კვირაში დააყენებენ.

კომენტარები