მოსამართლეების ტესტირება

გვენეტაძე: გამოცდის წინ ირინე ხერხეულიძესთან რაიმე ტიპის კონსულტაცია არ მქონია

ტაბულა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე რუსთავი 2-ის ეთერში განმარტავს, რომ მოსამართლეთა ტესტირებასთან დაკავშირებით ის ამ ეტაპზე პოზიციას ვერ დააფიქსირებს. მისივე თქმით, ის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის განცხადების შესწავლას გეგმავს.

"მამუკა ახვლედიანის არჩევანი იყო, არ მოეტანა იუსტიციის საბჭოში და ასე ღიად არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე დაეყენებინა საკითხი. ჩვენი რეაქცია არის ასეთი, რომ ამ საკითხების შესწავლის შემდეგ პროცესის შესახებ ინფორმაციას მოვახსენებთ საზოგადოებასაც და მედიასაც," - აღნიშნა გვენეტაძემ.

მან დაადასტურა, რომ მოსამართლე ირინე ხერხეულიძის სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი იყო, თუმცა კატეგორიულად გამორიცხა გამოცდის წინ მასთან რაიმე ტიპის კონსულტაცია. 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა განაცხადა, რომ მოსამართლეთა ტესტირების დროს ზოგიერთ კონკურსანტს ტესტის საკითხებისა და პასუხების შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონდა. 

კომენტარები