ლარის გაუფასურება

ლარი გაუფასურებას განაგრძობს - 1 დოლარი 2.49 ლარი ღირს

ტაბულა

დღეს ლარი ისევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4939 ლარი გახდა. დოლარის ფასმა 1.76 თეთრით მოიმატა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც. დღეს ერთი ევრო 2.7009 ლარი ღირდა და მისმა ღირებულებამ 2.47 თეთრით მოიმატა.

საქსტატის მონაცემებით, იანვარში წინა წელთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებელმა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ 5%-იან სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა და 5.6% შეადგინა.

ლარის გაუფასურება ექსპორტის, ფულადი გზავნილების, ტურიზმის და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებამ გამოიწვია. ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, იანვარში იმპორტი 25%-ით შემცირდა, რაც ექსპორტისა და ფულადი გზავნილების შემცირებას აბალანსებს. მთავრობა ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას რეგიონის ქვეყნებში არსებულ სავალუტო რყევებს უკავშირებს.

კომენტარები