ნარკოდანაშაული

ორი აბი სუბოქსინის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, ორი აბი სუბოქსინის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ხ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, გიორგი ხ-ს პირადი ჩხრეკისას, 2 აბი „სუბოქსინი" ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,016 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ბუპრენორფინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით გიორგი ხ-ს სისხლში ბუპრენორფინის კვალი აღმოაჩნდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).

კომენტარები