ტურიზმი

იანვარში საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა 4.3%-ით გაიზარდა

snow.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის იანვარში საქართველოს საზღვარი სულ 322 ათასმა უცხოეთის მოქალაქემ გადაკვეთა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 4.4%-ით აღემატება. საქართველოში 24 საათზე მეტი კი 116 ათასმა ადამიანმა დაჰყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 4.3%-ით აღემატება. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ტურისტად სწორედ ის პირები შეიძლება ჩაითვალონ, ვინც ქვეყანაში ერთ დღეზე მეტ ხანს იმყოფებოდა და საქართველოს მომსახურების სექტორით ისარგებლა. 

ქვეყნების მიხედვით კი იანვარში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა ასე გამოიყურება:

  1. აზერბაიჯანი - 107 ათასი ვიზიტორი
  2. თურქეთი - 79 ათასი ვიზიტორი
  3. სომხეთი - 58 ათასი ვიზიტორი
  4. რუსეთი - 44 ათასი ვიზიტორი
  5. სხვა ქვეყნები - 34 ათასი ვიზიტორი

იანვრის თვეში ტურიზმი გასული წლების მანძილზე საკმაოდ მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩეოდა, გასული წლის იანვარში კი ზრდის ტენდენცია 3%-იანმა კლებამ შეცვალა. 2016 წელს კი ისევ ზრდის ტენდენცია გაგრძელდა. 


ფოტო: შსს

ტურიზმში არსებული დაბალი ზრდის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს მხრიდან ახალი სავიზო რეგულაციების დაწესებაა, რის გამოც მრავალი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვნად გაურთულდათ. მათ შორის არის ირანი. 2012 წლის იანვარში საქართველოში 2412 ირანელი ვიზიტორი შემოვიდა, 2016 წლის იანვარში კი ირანელი ვიზიტორების რაოდენობა 1000-ს შეადგენს. 

კომენტარები