თურქეთი-რუსეთი

ერდოღანი: რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს

რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, ვლადიმირ პუტინი
tass.ru

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მოსაზრებით, სანამ რუსეთი სირიის ტერიტორიაზე ავიადარტყმებს ახორციელებს, სამშვიდობო მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს. ის რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს „ტირანს" უწოდებს.

"რუსეთი აგრძელებს სირიაში ხალხის ხოცვას. შესაძლებელია ასეთ სიტუაციაში სამშვიდობო მოლაპარაკებები? იმ პირობებში, როდესაც ბავშვებს ისევ კლავენ, მსგავს ნაბიჯებს აზრი არ აქვს, სამშვიდობო მოლაპარაკებები ტირანისათვის არჩეული გზის გაადვილების ტოლფასი იქნება", - აღნიშნავს ერდოღანი.

შეგახსენებთ, რომ ჟენევაში დღეს გასამართი მიმდინარე მოლაპარაკებათა პროცესი 25 თებერვლამდე გადაიდო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოლაპარაკებების გადადებაზე პასუხისმგებლობა საუდის არაბეთს დააკისრა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების გადადება სირიაში რუსეთის ქმედებებით არის გამოწვეული.

კომენტარები