თბილისის ოთხ რაიონს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს, ვაკის, დიდგორის და ნაძალადევის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმიურ სამუშაოებს და ავარიის პრევენციას ასახელებს.

საბურთალოს რაიონში 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე იბერის ქუჩის მცხოვრებლებს. 12:00-დან 15:00 საათამდე კი, გაგარინის, შარტავას, ზემო ვეძისის, არდაზიანის, ჩერქეზიშვილის, იმედაშვილის, ვაზისუბნის, სახოკიას, არშბას და ქანთარიას ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, იმედაძის და უჩანეიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00-დან 15:00 საათამდე დიდგორის რაიონში ელექტრონერგია შეუწყდება სოფელ კიკეთის, ბეთანიის და დიდების მცხოვრებლებს, ნაძალადევის რაიონში კი, დადიანის, ქსოვრელის და ღოღობერიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ" - აცხადებს თელასი.

კომენტარები