ბიძინა კუჭავას საქმე

რუსთავი 2: კუჭავას ავტოფარეხში ძვალი იპოვეს

metro.us

რუსთავი ორის ინფორმაციით, ბიძინა კუჭავას ავტოფარეხში ძვალი იპოვეს. ინფორმაციას ტელეკომპანია კუჭავას ქვრივზე დაყრდნობით ავრცელებს. სამართალდამცველები არ აკონკრეტებენ, რა იპოვეს, თუმცა, ადასტურებენ, რომ "გამოძიების მიერ ამოღებულია საინტერესო ობიექტები, დალუქულია ოჯახის თანდასწრებით და გადაგზავნილია ექსპერტიზაზე".

რუსთავი 2-ის ცნობით, კუჭავას ავტოფარეხში დამატებითი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სპეციალურმა მოწყობილობამ გეო-რადარმა, ბეტონის საფარის ქვეშ ანომალიური ნივთის არსებობა დააფიქსირა.

პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულად შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხმის დამფუძნებელი ბიძინა კუჭავა გამოაცხადა. შსს-ს ვერსიით, კუჭავამ, მას შემდეგ, რაც პოლიცია დაედევნა, თავი მოიკლა. გამოძიების ინფორმაციით, ბინა, რომელშიც ქირიას ცხედარი იპოვეს, ბიძინა კუჭავამ დაიქირავა. ქირიას ცხედარს კი დანაწევრების საწყისი ეტაპისთვის დამახასიათებელი კვალი ემჩნეოდა.

კომენტარები