ზიკა ვირუსი

ზიკა ვირუსი ევროპაშიც გამოვლინდა

Getty Images

ზიკა ვირუსი ევროპაშიც გამოჩნდა. ვირუსის პირველი შემთხვევა ესპანეთში გამოვლინდა. ინფიცირებული ორსული ქალია. ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ის ცოტა ხნის წინ დაბრუნდა კოლუმბიიდან და, სავარაუდოდ, ვირუსით სწორედ იქ დაინფიცირდა.

ზიკა ვირუსი, რომელიც ბოლო დროს მთელ სამხრეთ ამერიკისა და ჩრდილო ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში გავრცელდა, ძალიან საშიშია ახალშობილებისათვის - ვირუსი ტვინის განვითარების პროცესზე ახდენს გავლენას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს ურჩევს, არ ჩაიბარონ იმ დონორების სისხლი, რომლებიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ სამხრეთ ამერიკის კონტინენტიდან.

ზიკა ვირუსი უკვე დაფიქსირებულია კარიბის კუნძულებსა და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის 20-ზე მეტ ქვეყანაში. ზიკა ვირუსის შემთხვევა უკვე დაფიქსირდა აშშ-ის ტერიტორიაზეც, კერძოდ, ფლორიდის შტატში. ზიკა ვირუსის შედეგად ათასობით ჩვილი შეიძლება, განუვითარებელი ტვინით დაიბადოს. ზიკა ვირუსი Aedes-ის გვარის ინფიცირებული კოღოების კბენის შედეგად ვრცელდება. ამ ეტაპზე მისი საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეკომენდაციები მოგზაურთათვის ვრცელდება შემდეგ ქვეყნებზე: ბრაზილია, კოლუმბია, ფრანგული გვინეა, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარტინიკა, მექსიკა, პანამა, პარაგვაი, სურინამი, ვენესუელა, პუერტო რიკო.

კომენტარები