მიწისძვრა

ტაივანში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა ძლიერ მიწისძვრას ტაივანში, ქალაქ ტაინანში. დანგრეულია შენობები, დაშავდა ასობით ადამიანი.

6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით გამთენიისას, 04:00 საათზე მოხდა, როდესაც ადამიანების უმრავლესობა სახლებში იმყოფებოდა და ეძინა.

გარდაცვლილთა შორის ბავშვიცაა. ის ერთერთია იმ ოთხი ადამიანიდან, რომელიც მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევას ემსხვერპლა.

BBC-ის ცნობით, დაკარგულად ითვლება, სულ მცირე, 30 ადამიანი. ვარაუდობენ, რომ გადარჩენილები ნანგრევებში არიან მოყოლილნი და შველას საჭიროებენ. მაშველებმა უკვე გადაარჩინეს რამდენიმე ასეული ადამიანი.

კომენტარები