არჩევნები 2016

თავისუფალი დემოკრატები საარჩევნო კამპანიას იწყებენ

პარტია თავისუფალი დემოკრატები დღეიდან საარჩევნო კამპანიას იწყებს. ამ წუთებში საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში" პარტიის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც თავმჯდომარესა და გამგეობას აირჩევენ. თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ აბაშიძის კანდიდატურაა წარდგენილი.

ირაკლი ალასანიას მომავალ არჩევნებში წარმატების იმედი აქვს:

„25 წელი გავიდა, რაც დამოუკიდებლობა აღვადგინეთ და ათასობით ჩვენმა თანამოქალაქემ თავი შესწირა ამ დამოუკიდებლობას. თავისუფალი დემოკრატები თავს მოვალედ ვთვლით, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. დღეს, 2016 წლის არჩევნებისთვის მარათონი პრაქტიკულად დავიწყეთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის მხარდაჭერით, მოვიპოვებთ უმრავლესობის მხარდაჭერას" - ამბობს პარტიის თავმჯდომარე.

მისივე თქმით, თავისუფალი ემოკრატები არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღბენ მონაწილეობას:

„მე დარწმუნებული ვარ, ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერას მოვიპოვებთ და დამოუკიდებლად გავალთ ამ არჩევნებზე ... რა თქმა უნდა, ჩვენს მიმართ ბევრმა არასწორი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ თავისუფალი დემოკრატები ყოველთვის ვიყავით იმ აზრზე, რომ ჩვენ არ უნდა გავაღრმავოთ პოლიტიკური დაპირისპირება საზოგადოებაში, ვეძებოთ თანამოაზრეები და ერთ მუშტად შევკრათ საზოგადოება" - ამბობს ალასანია.

კომენტარები