აბაშიძე-კარასინის შეხვედრა

კარასინი - აბაშიძის შეხვედრა მარტამდე გადაიდო

ზურაბ აბაშიძე

რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან შეხვედრა, რომელიც პრაღაში თებერვალში უნდა გამართულიყო, მარტისთვის გადაიდო.

"შეხვედრა დაგეგმილი იყო თებერვალში, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო იგი გაიმართება მარტში. ჩვენ ვისაუბრებთ მოქალაქეებზე, რომლებიც სასჯელს იხდიან რუსეთში შპიონაჟის ბრალდებით", - უთხრა აბაშიძემ ჟურნალისტებს.

კომენტარები