ქართული ოცნება

ნიშნიანიძე: ქუთაისის მიწისქვეშეთის განვითარება და პორტის მოწყობა ერთიანი იდეაა

kvira.ge

ქუთაისის მიწისქვეშეთის განვითარება საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ომარ ნიშნიანიძის იდეაა. ნიშნიანიძე ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ქუთაისის მიწისქვეშეთი საუკუნეების მანძილზე ათვისებული იყო ახლა კი დავიწყებასაა მიცემული, ამიტომაც მისი ხელახალი განვითარებაა საჭირო. ნიშნიანიძის შეფასებით, თუკი მიწისქვეშეთის განვითარებას ქუთაისის პორტის მოწყობაც დაემატება ეს ერთიანი დიდი ქუთაისის იდეის ხორცშესხმა იქნება.

"უძველესი დროიდან როგოც ჩანს ქუთაისის მიწისქვეშეთი გამოყენებული იყო ადამიანების მიერ და ეს იყო გარკვეულად თავდასაცავი ზღუდეც. მაგალითად ბაგრატის ტაძრის ქვემოთ, გაბაშვილის გორის ქვემოთ სიღრმეებში არის კარსტული მღვიმეები, რომლებშიც ლეგენდის მიხედვით დავით და კონსტანტინე მხეიძეებიც აფარებდნენ თავს. რიონის ორივე მხარეს მარცხენა და მარჯვენა მხარეს უხვადაა ასეთი მღვიმეები. მინდა რომ ეს საკითხი ჩაერთოს და ძალიან საინტერესო იქნება ჩემი აზრით ქუთაისის არამარტო ზედა, არამედ ქვემოთ მიწისქვეშეთიც, რომელიც ძალიან ლამაზია." - ამბობს ნიშნიანიძე.

ომარ ნიშნიანიძეს ქუთაისში პორტის მოწყობის იდეაც ეკუთვნის. დეპუტატმა ტაბულასთან საუბარში განაცხადა, რომ პორტის მოწყობა და მიწისქვეშეთის განვითარება ერთმანეთს ხელს არ უშლის. 

"პორტის თემა ეკუთვნის ერთიან იდეას, დიდ ქუთაისს და ეს იდეები ერთმანეთს ხელს არ უშლის. თუ გაკეთდება სანაოსნო ვარციხემდე მაინც, ტურისტული მგზავრობა ძალიან საინტერესო გახდება. და შეიძლება არგოს მსგავსი გემი, რომ ბათუმი - ფოთი - ქუთაისის გავლით. უფრო სწორედ ვარციხემდე რომ მოძრაობდეს." - ამბობს ნიშნიანიძე. 

ნიშნიანიძის შეფასებით, ქუთაისის მიწისქვეშეთის განვითარება და პორტის მოწყობა არცთუ ისე ძვირი არ უნდა დაჯდეს და ის ადგილობრივმა თვითმმართველობამ და ცენტრალურმა მთავრობამ უნდა დააფინანსოს. 

კომენტარები