სარკინიგზო ავარია

გერმანიაში სამგზავრო მატარებლების შეჯახებას, სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა

BBC

გერმანიაში, ბავარიაში, ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 4 ადამიანი, 150-მდე კი - დაშავდა.

შეჯახება ადგილობრივი დროით 7 საათზე, ქალაქ მიუნხენიდან 60 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ ბად აიბლინგთან მოხდა. შემთხვევის დროს ერთ-ერთი მატარებელი ლიანდაგიდან გადავარდა და რამდენიმე ვაგონი გადატრიალდა. მაშველები გადარჩენილთა ნამტვრევებიდან ამოყვანას ცდილობენ.

შეჯახების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

კომენტარები