თურქეთი-რუსეთი

რუსეთის ელჩი: ISIS-ის წევრ რუსეთის მოქალაქეებს თურქეთი საქართველოში გზავნიდა

РИА Новости

თურქეთში რუსეთის ელჩმა ანდრეი კარლოვმა РИА Новости-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ თურქეთი ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილ რუსეთის მოქალაქეებს არა რუსეთში, არამედ საქართველოსა და უკრაინაში აგზავნიდა. მისი თქმით, სწორედ ამის გამო არ ეძლეოდა რუსეთს საშუალება, დაეკავებინა ეს პირები, რადგან რუსეთს საქართველოსთან დიპლომატიური კავშირი გაწყვეტილი აქვს, უკრაინასთან კი დაძაბული ურთიერთობა გააჩნია.

"მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ის არის, რომ მივიღოთ ინფორმაცია ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქის შესახებ, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მივიღოთ ინფორმაცია მის მომავალ ბედზე. ძალიან ხშირად ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილ რუსეთის მოქალაქეებს თურქეთიდან არა რუსეთში აძევებდნენ, არამედ მესამე ქვეყანაში, საქართველოში, რომელთანაც რუსეთს დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, ან უკრაინაში, რომელთანაც დაძაბული ურთიერთობა გააჩნია", - აღნიშნავს კარლოვი.

კარლოვის თქმით, მსგავს შემთხვევებში თურქული მხარე ამბობდა, რომ მესამე ქვეყანაში დეპორტაცია თავად დაკავებულის სურვილი იყო.

კომენტარები