დავა მაესტროს გარშემო

ირაკლი რუხაძე მაესტროსთან დაკავშირებით განცხადების გავრცელებას გეგმავს

რუსთავი 2

ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე განცხადების გავრცელებას გეგმავს, სადაც, მისი თქმით, ყველა არსებულ კითხვაზე პასუხს გასცემს. მისი თქმით, ის გია გაჩეჩილაძეს დაეხმარა, როდესაც მას ფული ასესხა. როგორც რუხაძე ამბობს, ამით ის ფინანსურ სარგებელს ნახულობს.

ირაკლი რუხაძემ ჟურნალისტებთან კოტე გოგელიასთან მიმოწერაზეც ისაუბრა.

"კოტე ითხოვდა 9.5 მილიონს, ვთავაზობდით 7.5-ს. დღეს კოტე ითხოვს 5.5-ს, თუ არ ვცდები, ბაჩო კიკაბიძის წილის გასხვისებაში ანუ 30%-ში დღეს ითხოვს 5.5-ს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მე ველაპარაკე კოტეს 7-8-ჯერ, თვითონ მირეკავდა სულ. რომ დათანხმებოდა უცნობი ამ თანხაზე, ახლა ყველაფერი წყნარად იქნებოდა. ახლა უბრალოდ რაღაცნაირად ფასის აწევას ცდილობენ", - თქვა რუხაძემ.

კომენტარები