ზიკა ვირუსი

რიოს ოლიმპიადამ, შესაძლოა, კენიელი სპორტსმენების გარეშეც ჩაიაროს

BBC

ოლიმპიადის კომიტეტის ცნობით, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებს, შესაძლოა კენიელი სპორტსმენებიც გამოაკლდნენ. მიზეზი ზიკას ვირუსია. კომიტეტის ცნობით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ვირუსი ბრაზილიაში ეპიდემიურ დონეს მიაღწევს.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა, ზიკას ვირუსის გამო, რიოს ოლიმპიურმა თამაშებმა ამერიკელი სპორტსმენების გარეშე ჩაიაროს. შესაბამისი რეკომენდაცია ათლეტებს ამერიკის ოლიმპიურმა კომიტეტმა მისცა.

ოლიმპიადა რიო-დე-ჟანეიროში 2016 წლის აგვისტოში გაიმართება, რომელშიც 206 ქვეყნის 10,000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები