პრემიერმინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში

გიორგი კვირიკაშილი ევროკომისრებს იოჰანეს ჰანს და დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი
gov.ge

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს და მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა.

პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ევროპის განახლებული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების ახალ სფეროებსა და ამ მიმართულებით დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. პრემიერმინისტრ კვირიკაშვილის თქმით, შეხვედრაზე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელების გზით საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავების გზები განიხილეს.

ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანმა საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა შეაფასა. ევროკომისრის თქმით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში და საბოლოო გადაწყვეტილება ევროპარლამენტზეა დამოკიდებული.

 

კომენტარები