საგანგებო მდგომარეობა საფრანგეთში

საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა 3 თვით გახანგრძლივდება

საფრანგეთის პარლამენტი
Reuters

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ბერნარდ კაზნევის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ, საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ 316 - 28 -ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 3 თვით გახანგრძლივდება. 

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის წარმომადგენლების 75 %-მა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. ქვედა პალატაში კანონპროექტის განხილვა 16 თებერვალს იგეგმება. 

ცნობისთვის, საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა 2015 წლის 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტის შემდეგ გამოცხადდა. პარიზში მომხდარ ტერაქტებს 130 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები