აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთში აბორტი აკრძალეს

BBC

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ ჯანდაცვის შესახებ კანონს მოაწერა ხელი, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე აბორტებს კრძალავს და ორსულობის ხელოვნური შეწყვეტისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს.
ე.წ. კანონში წერია, რომ დედობა „სახელმწიფოს" განსაკუთრებული დაცვის ქვეშაა და ეს უკანასკნელი ზრუნავს მოქალაქეებისთვის ოჯახური ღირებულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე, დედისა და ნაყოფის სიცოცხლისა და ღირსების დაცვაზე.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, სამშობიარო სახლებთან კრიზისული ფეხმძიმობის ცენტრები უნდა გაიხსნას, სადაც ორსულებს სხვადასხვა სახის დახმარებას გაუწევენ.

კომენტარები