თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

history.com

თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.

კრწანისის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოტე აფხაზის, თუმანიანის, ბეთლემის, გორგასლის, ორპირის, სამღებროს, საადის და აჯიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს (219 აბონენტი).

ავარიის პრევენციის მიზნით 14 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის, წინანაურის, მელქაძის და ნადიკვარის ქუჩების მაცხოვრებლებს (299 აბონენტი).

ჩუღურეთის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კაპანაძის, ნორიოს, მამარდაშვილის, მიჩურინის, ფარავნის და ართვინის ქუჩების მაცხოვრებლებს (300 აბონენტი).

საბურთალოს რაიონი

ავარიის პრევენციის მიზნით 12 საათიდან 19 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის, ასათიანის და ზემო დელისის ქუჩების მაცხოვრებლებს (362 აბონენტი).

სამგორის რაიონი

ავარიის პრევენციის მიზნით 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს (564 აბონენტი).

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

კომენტარები