ქრთამის აღება

ქრთამის აღების ფაქტზე ტყიბულის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი გიორგი კუპრაშვილი დააკავა.

სამსახურის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული კორუფციულ გარიგებაში შევიდა ერთ-ერთ მეწარმესთან, მას დაჰპირდა, რომ აუცილებლად გაამარჯვებინებდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 547 778-ლარიან სამშენებლო ტენდერში, სანაცვლოდ კი ტენდერის ღირებულების 25% - 136 944 ლარი მოსთხოვა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდებული საგამოძიებო სამსახურმა მოთხოვნილი ქრთამის ნაწილის - 10 000 ლარის აღების ფაქტზე დააკავა. თანხა ნივთმტკიცების სახით ამოღებულია.

ტყიბულის გამგეობის დაკავებულ თანამშრომელს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 6-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები