უნივერმაღი

ყოფილი უნივერმაღის შენობა სავაჭრო ცენტრი გალერია თბილისი გახდება

0 კომენტარი
ფოტო: galleria.ge

თბილისის ცენტრში ყოფილი უნივერმაღის შენობის რეაბილიტაცია იწყება. რუსთაველის გამზირზე 22 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე ახალი სავაჭრო ცენტრი "გალერია თბილისი" აშენდება. პროექტს ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდი აფინანსებს. "გალერია თბილისი" 2017 წელს გაიხსნება. სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება საშუალო და საშუალოზე მაღალი დონის ბრენდები. თანაინვესტირების ფონდმა ყოფილი უნივერმაღის შენობა ჰოლანდიური კომპანია Doryphore Invetsment-ისგან 2015 წლის აპრილში შეიძინა და მის აშენებაზე $77 მილიონს დახარჯავს. 

სავაჭრო ცენტრი 5-სართულიანი იქნება. მასში განთავსდება სუპერმარკეტები, რესტორნები, კაფეები, ღია ვერანდა, პროექტში სრულად მოექცევა გრიბოედოვის თეატრი და პარკინგი 300 ავტომობილზე. "გალერია თბილისი" ადგილობრივებთან ერთად ტურისტული შოპინგის მიზიდვასაც ისახავს მიზნად. შენობის დიზაინი ებრაულმა კომპანია Moshe Tzur Architects-მა დააპროექტა. ძველი უნივერმაღისგან განსხვავებით, შენობაში თავისუფლების მეტროს სადგური სრულად მოექცევა.

"ეს იქნება თბილისში საუკეთესო ადგილმდებარეობის მქონე მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი, პროექტი უნიკალურია იმითაც, რომ მასში სრულად მოექცევა თავისუფალი და გრიბოედოვის თეატრები, რაც ცენტრს კულტურულ დატვირთვასაც შესძენს", - ამბობს თანაინვესტირების ფონდის თავმჯდომარე გიორგი ბაჩიაშვილი.

Photo: galleria.ge
პროექტი თბილისის მთავარ სატრანსპორტო კვანძზე მდებარეობს. უნივერმაღის გარშემო 5 წუთის სავალზე 161 ათასი ადამიანი ცხოვრობს, 5-დან 10 წუთის სავალზე კი თბილისის ნახევარი მილიონი მცხოვრებია თავმოყრილი. დღის მანძილზე მეტრო თავისუფლებას 17 ათასი ვიზიტორი ჰყავს, წლის მანძილზე პროექტში მდებარე თეატრებს კი 41 ათასი მაყურებელი სტუმრობს. "გალერია თბილისის" მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულია არაერთი საოფისე ცენტრი, რომლებშიც 15 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს.

Photo: galleria.ge

Photo: galleria.ge
ყოფილი უნივერმაღის შენობის რეაბილიტაცია გასული წლების მანძილზე რამდენჯერმე დაიგეგმა, თუმცა 2016 წლამდე თბილისის ცენტრში არსებული უდიდესი სავაჭრო ცენტრის ტერიტორია პრაქტიკულად ამორტიზებული იყო. ამ დროისთვის უნივერმაღის შენობაში წინასარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისის ცენტრალურ ნაწილში კიდევ რამდენიმე დიდი ზომის შენობაა, რომლებიც დღემდე ამორტიზებულია, მათ შორისაა ლაგუნა ვერე, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბრეშუმის ქარხანა და კოსტავას ქუჩაზე მდებარე ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები