გოგი თოფაძის განცხადებები

აგულაშვილი: გოგი თოფაძემ მითხრა, რომ ხიდაშელზე ასეთი რამ არ უთქვამს

ტაბულა

გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის ცნობით, ის პირადად ესაუბრა დეპუტატ გოგი თოფაძეს და მან თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის მიერ საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბებაზე გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა.

"მე პირადად ვესაუბრე დღეს ბატონ გოგის და მან ბრძანა, რომ არ ადასტურებს ამ ინფორმაციას, რომ მას ასეთი რამ არ უთქვამს. შესაბამისად, მე ვიღებ რა ბატონი გოგის ამ პასუხს, ჩემი პასუხი ასეთია, რაც არ ყოფილა, იმაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - თქვა აგულაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ გაზეთ საქართველო და მსოფლიოსთან ინტერვიუში თქვა, რომ თინა ხიდაშელმა საგარეჯოს შუალედური არჩევნები გააყალბა და ამის გამო "დაკითხვებზე უნდა იაროს".

კომენტარები