ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობა 47 ადამიანს სურს

საქართველოდან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 47-მა კანდიდატმა გამოთქვა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მსურველებს შორის არიან იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კონსტანტინე კორკელია, მოსამართლე ირაკლი ადეიშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანია და სხვ.

მას შემდეგ, რაც კომისიის წევრები პირველადი გადარჩევის შედეგებს დაამტკიცებენ, კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება ევროპის საბჭოს ერთ-ერთი ოფიციალური ენის (ინგლისური ან ფრანგული) ცოდნის დონის შესამოწმებლად, შემდეგ კი − კომისიის წევრებთან გასაუბრება.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მხოლოდ ამ პროცედურების შედეგად იქნება შესაძლებელი გადაწყვეტილების მიღება - რომელი კანდიდატები შეესაბამებიან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობისათვის აუცილებელ კრიტერიუმებს.

"ევროპის საბჭოს მიერ დადგენილი წესისა და ვადების თანახმად, საქართველოს მიერ შერჩეული სამი კანდიდატი არაუგვიანეს 2016 წლის 26 მაისისა უნდა წარედგინოს ექსპერტებისგან შემდგარ მრჩეველთა პანელს. აღნიშნული პანელი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2010 წლის 10 ნოემბრის რეზოლუციის საფუძველზე შეიქმნა, რათა კონვენციის ხელშემკვრელ მხარეებს მისცენ რჩევა, აკმაყოფილებენ თუ არა წარდგენილი კანდიდატები კონვენციის 21(1)-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. კანდიდატთა სია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას არაუგვიანეს 2016 წლის 26 აგვისტოს წარედგინება; საქართველოდან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის არჩევნები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2016 წლის ოქტომბრის სესიაზე იგეგმება. არჩევნებში მონაწილეობას ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია მიიღებს", - აცხადებს სამინისტრო.

სტრასბურგში მოსამართლეობის მსურველთა სრული სია კი ასეთია: 

1. თორნიკე აბაშიძე

2. ირაკლი ადეიშვილი

3. თამარ ალანია

4. სერგო ამაროვი

5. ირაკლი ასლანიკაშვილი

6. გიორგი ბადაშვილი

7. მანანა ბალიაშვილი

8. ეკატერინე ბანძელაძე

9. ალექსანდრე ბარამიძე

10. თამუნა ბახტაძე

11. თამაზი ბერძენიძე

12. ირაკლი ბოლქვაძე

13. კონსტანტინე ბოჭორიშვილი

14. ნინო გალოგრე

15. მაია გელიკოშვილი

16. ხატია გერგედავა

17. თამთა გიორგაძე

18. ევა გოცირიძე

19. ანა დოლიძე

20. მამუკა ეგუტიძე

21. ბაჩანა ვასაძე

22. ნინო ზაქრაძე

23. ლევან კობერიძე

24. კონსტანტინე კორკელია

25. დამირი კუხიანიძე

26. ლია ლაღიაშვილი

27. ნიკოლოზ ლეგაშვილი

28. გიორგი მამფორია

29. ეკატერინე მარტიაშვილი

30. ლანა მეზურნიშვილი

31. თამარ მეურმიშვილი

32. ეკატერინე მიმინოშვილი

33. დავით მიროტაძე

34. დარინა მიქელაძე

35. ნანა მჭედლიძე

36. თამარი ნიგურიანი

37. მარიამ ნინიძე

38. გიორგი პაპუაშვილი

39. ნინო პეპანაშვილი

40. მაკა სტივენსონი

41. ვიტალი ქაშანიანი

42. მარიამ ყურაშვილი

43. ეკა ცანკაშვილი

44. გიორგი ციცაგი

45. მარიამ წიგნაძე

46. ლუიზა ხითარიშვილი

47. თემური ჯობავა.

კომენტარები