დაჭრა თბილისში

ბარათაშვილის ხიდთან მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა მიწისქვეშა გადასასვლელში მოხდა.

თვითმხილველების ცნობით, მამაკაცი სავაჭრო ობიექტის მფლობელია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც ტაბულას შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები