მასობრივი მკვლელობა საუდის არაბეთში

საუდის არაბეთში მასწავლებელმა ექვსი კოლეგა მოკლა

Twitter / Al Riyadh TV

საუდის არაბეთის სამხრეთ პროვინციაში, ჯიზანში, მასწავლებელმა ცეცხლსასროლი იარაღით ექვსი კოლეგა მოკლა და ასევე ორი ადამიანი დაჭრა. ოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია.

დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ოფიციალური პირები მომხდარს კრიმინალად აფასებენ.

მასობრივი სროლები საუდის არაბეთში იშვიათია, მაგრამ ბოლო დროს ქვეყანაში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული რამდენიმე ასეთი შემთხვევა მოხდა.  

კომენტარები