ოკუპირებული აფხაზეთი 1 აპრილიდან სავიზო რეჟიმზე გადადის

ოკუპირებული აფხაზეთი 1 აპრილიდან სავიზო რეჟიმზე გადავა, თუმცა, ეს იმ ქვეყნების მოქალაქეებს შეეხებათ, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთს დამოუკიდებელ რესპუბლიკად არ აღიარებენ.

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის პარლამენტის ვიცესპიკერმა ვალერი ბგანბამ რუსულ სააგენტო ТАСС-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ გამონაკლისი ის ქვეყნები იქნებიან, რომლებსაც აფხაზეთთან ორმხრივი უვიზო შეთანხმება აქვთ გაფორმებული. სავიზო რეჟიმი აფხაზეთის ტერიტორიაზე სამუშაოდ ჩასულებსაც შეეხებათ.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ, ტუვალუ და ვანუატუ აღიარებენ.

კომენტარები