საფრანგეთი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრად ჟან-მარკ ერო წარადგინეს

ჟან-მარკ ერო
Parti Socialiste/Mathieu Delmestre

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ჟან-მარკ ერომ დაიკავა. ჟან-მარკ ერო საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა გუშინ წარადგინა. მან, აღნიშნულ თანამდებობაზე ლორან ფაბიუსი შეცვალა, რომელიც ორი დღის წინ გადადგა.

ფაბიუსმა გადადგომისას მწუხარება გამოთქვა, რომ მისი მინისტრობის პერიოდში მსოფლიო ლიდერები სირიის საკითხთან დაკავშირებით ვერ დაარწმუნა. ფაბიუსი 2013 წელს სირიის კონფლიქტში აშშ-ის არმიასთან ერთად სამხედრო ინტერვენციას ითხოვდა, თუმცა, ბრიტანულმა პარლამენტმა საფრანგეთის პოზიცია არ გაიზიარა. ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიცია ექნება ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს სირიის საკითხთან დაკავშირებით.

ცნობისათვის, ჟან-მარკ ერო პრემიერმინისტრის პოსტს 2012-2014 წლებში იკავებდა. მანამდე კი სოციალისტების საპარლამენტო ფრაქციას ხელმძღვანელობდა.

კომენტარები