ნეპოტიზმი

ქუცნაშვილი: ენმ-ს ვერ მოუნელებია ის, რომ ქუცნაშვილების ოჯახი ვერ წააქციეს

ტაბულა

"ნაციონალურ მოძრაობას ვერ მოუნელებია ის, რომ ქუცნაშვილების ოჯახი ვერ წააქციეს", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ენმ-ის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ რამდენიმე მინისტრის, მინისტრის მოადგილისა და დეპუტატის ოჯახის წევრები და ნათესავები საჯარო და კერძო სექტორში დასაქმდნენ.

"მამა და ჩემი ძმა მუშაობენ, მუშაობდნენ 12 წლამდეც, 12 წლის შემდეგ და მუშაობენ დიდი ხნის განმავლობაში. თუ ვინმეს აზიანებს ის, რომ ჩემი ოჯახის წევრები მუშაობენ, მაშინ მინდა, დავამშვიდო ყველა, რომ ისინი მუშაობდნენ და იმუშავებენ მომავალშიც. ჩემი წვლილი არის იმაში, რომ მე ვარ შვილი და ძმა, ჩემი წვლილი არის იმაში, რომ მე მიყვარს ჩემი მშობლები და ძმა, ჩემი წვლილი არის ის, რომ ნაციონალურ მოძრაობას და მის წარმომადგენლებს ვერ მოუნელებიათ ის, რომ ქუცნაშვილების ოჯახი ვერ წააქციეს", - თქვა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კომენტარები