ხანძარი თბილისში

ასკანის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს თბილისის მერია დაეხმარება

amerikiskhma.com

ძველ თბილისში, ასკანის ქუჩაზე წუხელ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დახმარებას თბილისის მერია გაუწევს. ამის შესახებ განცხადებას დედაქალაქის მერია ავრცელებს. 

„ხანძრის შედეგად სამსართულიანი სახლის 120 კვ.მ. ფართობი დაიწვა.  მსუბუქად დაშავდა ერთი მეხანძრე და ადგილობრივი მცხოვრები. გამგეობის ძალისხმევით, ხანძრის შედეგად დაზარალებული სამი ოჯახი დროებით სასტუმროში განთავსდა.“-წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები