ყირიმის ანექსია

ჩომსკი: რუსეთი იმპერიალისტური არაა, ყირიმის ანექსია ინტერაქტიული ნაბიჯი იყო

ამერიკელი ლინგვისტი და მემარცხენე ინტელექტუალი ნოამ ჩომსკი Al Jazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე, რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსიასა და სირიაში ვლადიმირ პუტინის აქტივობებზე საუბრობს. ჩომსკი მიიჩნევს, რომ ის რაც სირიასა და უკრაინაში ხდება, რუსეთის იმპერიალიზმის გამოვლინება არაა. არსებული სიტუაციიდან გამოსავლად ჩომსკის NATO-ს გაფართოებაზე უარის თქმა და უკრაინის ნეიტრალიტეტი მიაჩნია. 

"თუ ბოროტების რანჟირება გვინდა, ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი გაცილებით მაღლა არიან, ვიდრე სხვა ქვეყნები. რუსეთის მიერ დამასკის მხარდაჭერა, იმპერიალიზმი არაა. იმპერელიაზმია როდესაც შენს ძალაუფლებას განავრცობ ქვეყნებზე, რომელსაც იპყრობ. რუსეთი არ იპყრობს სირიას. ყირიმი კი სრულიად სხვა შემთხვევაა. ყირიმის ანექსია კრიმინალი იყო თუმცა ამას წინ ისტორია უძღვოდა - ყირიმი უკრაინას ხრუშჩოვმა გადასცა. ეს არ მომხდარა ყირიმში მცხოვრები ხალხის ნებით. საბჭოთა კავშირის დანგრევის დროს ორი განსხვავებული ხედვა არსებობდა - ერთი გორბაჩოვს ეკუთვნოდა. ის ფიქრობდა, რომ ევრაზიას უსაფრთხოების სისტემა უნდა ჰქონოდა, რომელიც თანამშრომლობაზე იქნებოდა დაფუძნებული. ამერიკის შეერთებულ შტატებს სხვანაირი ხედვა ჰქონდა - NATO-ს გაფართოება რუსეთის საზღვრებისკენ. წარმოიდგინეთ, რომ მექსიკას მოენდომებინა ვარშავის პაქტში გაწევრიანება. როგორ მოიქცეოდა ამერიკის შეერთებული შტატები ?! ორივე მხრიდან ნაბიჯები ინტერაქტიულია. არ შეიძლება ავიღოთ ერთი მხარე, და მას იმპერიალისტი ვუწოდოთ. ყირიმის ანექსია პუტინის მხრიდან პასუხი იყო. გამოსავალი უკრაინის ნეიტრალიტეტია - აღარაა საჭირო NATO-ს გაფართოებაზე საუბარი. უკრაინა პლურალისტური ქვეყანაა, ის უნდა იყოს ნეიტრალური, სამხედრო ალიანსებს მიღმა - ამ კონტექსტში ყირიმმა თავისი არჩევანი უნდა გააკეთოს.", - ამბობს ჩომსკი. 

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ნოამ ჩომსკი რუსეთის პოზიციებს იცავს - 2008 წლის ომის დროს მან მკაცრად გააკრიტიკა დასავლეთის ლიდერები საქართველოს მხარდაჭერისთვის და მათ ორმაგ სტანდარტებში დასდო ბრალი.  "სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი სტალინმა თავის მშობლიურ საქართველოს გადასცა. დასავლეთის ლიდერები მკაცრად მოგვიწოდებენ, რომ სტალინის დირექტივებს პატივი ვცეთ, მიუხედავად ოსებისა და აფხაზების წინააღმდეგობისა.", - წერდა ჩომსკი.  

კომენტარები