კრიმინალი

შსს-მ, უკანონო იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტზე, მესტიაში ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული სალარეფ გ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 11 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე  საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები