დანაშაულის სტატისტიკა

შსს: გასული წლის იანვართან შედარებით, წელს დანაშაული 3,95%-ით გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2016 წლის იანვრის თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული მატებაა +3.95%.
შინაგან საქმეტა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის იანვრის თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებული იყო 3183 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1211 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 38.05%.
2016 წლის იანვრის თვეში შსს–ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 2125 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1103 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 51.91%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული მატებაა +1.87%.

 

კომენტარები