რელიგიური გრძნობების შეურაცხყმყოფელი კანონპროექტი

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე კანონპროექტს პარლამენტი აღარ განიხილავს

0 კომენტარი
სოსო ჯაჭვლიანი ფოტო: მეორე არხი

საქართველოს პარლამენტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტს აღარ განიხილავს. ამის შესახებ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი. კანონპროექტი ინიციატორმა, სოსო ჯაჭვლიანმა გაითხოვა. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, პარლამენტი წყვეტს ამ საკითხზე მსჯელობას.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს მხარი უკვე დაუჭირეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში. 

სოსო ჯაჭვლიანის ინიციატივით მომზადებულ კანონპროექტს აკრიტიკებდა არაერთი არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაცია. Amnesty International საკანონმდებლო ორგანოს პირდაპირ მოუწოდებდა, კანონი არ მიეღო.

კანონპროექტის თანახმად, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა 300-ლარიან დაჯარიმებას გამოიწვევდა, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარი იქნებოდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები