პორნოსაიტების მოხმარება

ხუნდაძე: პორნოსაიტები საფასურის გადახდის შემდეგ უნდა გახდეს ხელმისაწვდომი

ტაბულა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტიის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის მოსაზრებით, პორნოსაიტების მოხმარებაზე რეგულაციები უნდა დაწესდეს. მისი თქმით, ასეთი ტიპის საიტები ბავშვებისთვის უნდა დაიბლოკოს, მათზე წვდომა კი, ასაკის გათვალისწინებით, "თუნდაც გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ" გახდეს შესაძლებელი.

"ისეთი ტიპის ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება, რისკები შექმნას და ზიანი მიაყენოს განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებს, რომლებიც ბოლო პერიოდისათვის საკმაოდ ხშირად მოიხმარენ ინტერნეტს სხვადასხვა სახის ინფორმაციის წვდომისათვის, მე ვფიქრობ, გარკვეული რეგულაციები უნდა არსებობდეს, რომ ისინი დავიცვათ ამ საფრთხისგან. ამ საფრთხეებში მე ვგულისხმობ პორნოსაიტებზე წვდომის სიადვილეს. ინფორმაცია, რომელიც შეიძლება, ზიანის მომტანი აღმოჩნდეს, განსაკუთრებით ბავშვებისათვის, რა თქმა უნდა, უნდა დაიბლოკოს, თუმცა, თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ წვდომა ჰქონდეს ამ ტიპის ინფორმაციაზე, ალბათ ასაკის გათვალისწინებით, მათ, რა თქმა უნდა, შეეძლებათ თუნდაც გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ, რომ ეს ინფორმაცია მათთვის იყოს ხელმისაწვდომი", - ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.

ცნობისთვის, პარლამენტი ბავშვებისთვის უსაფრთხო ინტერნეტის შესახებ კანონპროქტზე მუშაობას იწყებს. ამ საკითხის შემუშავებისა და საკანონმდებლო ბაზის შესწავლის მიზნით, ჯანდაცვის კომიტეტთან სამუშაო ჯგუფის შექმნა იგეგმება.

კომენტარები