ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

ადვოკატი: 2004 წლის იანვარში ადეიშვილი გენერალური პროკურორი არ ყოფილა

0 კომენტარი

ზურაბ ადეიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ტელეკომპანია იბერიის დახურვის საქმესთან დაკავშირებულ შეუსაბამობებზე საუბრობს და იხსენებს, რომ 2004 წლის იანვარში გენერალური პროკურორი არა ადეიშვილი, არამედ ირაკლი ოქრუაშვილი იყო.

"ამ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებები დაემსგავსა ერთგვარ მასკარადს. ჩვენ ვკითხულობთ დადგენილებაში, რომ დანაშაული, რომელზეც არის საუბარი, დაიწყო 2004 წლის იანვარში, როცა ზურაბ ადეიშვილი საერთოდ არ იყო პროკურორი. ანუ ზურაბ ადეიშვილი გენერალურ პროკურორად ინიშნება 7 თვის შემდეგ, 2004 წლის ივნისის თვიდან. შესაბამისად, თუკი მას ამოძრავებდა რაიმე ტიპის განზრახვა, რომ ვინმესთვის ტელეკომპანია წაერთმია, საწყისშივე მოკლებულია საფუძველს იმიტომ, რომ წარმოუდგენელია. ოქრუაშვილის დროს იწყება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება, ოქრუაშვილის დროს შედის ომეგა ჯგუფში სპეცდანიშნულების რაზმი, მიმდინარეობს გამოძიება ამ პერიოდში, ხოლო ადეიშვილი ინიშნება 7 თვის შემდგომ ამ უწყებაში. საქმის მასალები არ მინახავს, დადგენილებაში ოქრუაშვილის სახელი არ ჩანს", - ამბობს გიორგი ჩივიავილი.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2004 წელს ტელეკომპანია იბერიის დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის ფაქტზე ბრალი ზურაბ ადეიშვილსა და გენერალური პროკურორის პირველ მოადგილე გიორგი ლაცაბიძეს წარუდგინა. საგამოძიებო უწყება მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები