თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

ძლიერი ნისლის გამო თბილისის აეროპორტში ათამდე რეისი ვერ შესრულდა

დონეცკის აეროპორტი 2012 წელს
Alamy

ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წუხელ დაგეგმილი ათამდე რეისი ვერ შესრულდა. ფრენების ნაწილი გადაიდო, ნაწილის შემთხვევაში კი, ავიაკომპანიებს მეზობელი ქვეყნების – სომხეთისა და აზერბაიჯანის აეროპორტების გამოყენება მოუწიათ.

"თურქეთის ავიახაზების 2 რეისი გაუქმდა. თურქეთიდან გაუქმდა ასევე "პეგასუსისა" და "ატლას გლობალის" მიერ დაგეგმილი რეისები. გადაიწია კიევის რეისმა - კიევიდან თვითმფრინავი 00:10 საათზე უნდა მოფრენილიყო, თუმცა რეისი 12:30 საათზე შესრულდება. ასევე რამდენიმე საათით დაგვიანებით შესრულდება ფრენა მოსკოვიდანაც – თვითმფრინავი, წუხელ, 01:50 საათზე უნდა მოფრენილიყო, თუმცა ფრენა 12:40 საათზე განხორციელდება. გარდა ამისა, თბილისში მომავალი "ფლაი დუბაის" თვითმფრინავი დაეშვა ერევანში. ვერ მივიღეთ კიდევ ერთი თვითმფრინავი, რომელიც ჩინეთიდან უნდა მოფრენილიყო – ძლიერი ნისლის გამო ის ბაქოს აეროპორტში დაჯდა", - უთხრეს ინტერპრესნიუსსს თბილისის აეროპორტში.

კომენტარები