საგანგებო მდგომარეობა საფრანგეთში

საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა 26 მაისამდე გაგრძელდება

AP

საფრანგეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. საგანგებო მდგომარეობა 26 მაისამდე გაგრძელდება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 212-მა დეპუტატმა დაუჭირა, 31 დეპუტატი კი წინააღმდეგ წავიდა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბერნარ კაზნევის თქმით, ტერორიზმის საფრთხე ქვეყანაში ასეთი მაღალი არასოდეს ყოფილა. საგანგებო მდგომარეობა საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს აძლევს იმის უფლებას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ნებისმიერი იმ ადამიანის შინაპატიმრობის ბრძანება გასცეს, რომელიც, მათი აზრით, საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. ასევე, უწყებას აქვს უფლება, ჩაატაროს ჩხრეკა ეჭვმიტანილთა სახლებში.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთმა საგანგებო მდგომარეობა 2015 წლის 13 ნოემბრის პარიზის ტერაქტების შემდეგ გამოაცხადა. ტერაქტების შედეგად, 130 ადამიანი დაიღუპა, 300-ზე მეტი კი დაშავდა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

კომენტარები