სამინისტროების შემცირება

აგულაშვილი: სამინისტროებზე ცვლილებების მომზადების შემდეგ პრემიერი ისაუბრებს

გიგლა აგულაშვილი
ტაბულა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამინისტროების შემცირების შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ საკითხზე მთავრობაში საუბარი მიმდინარეობს და ცვლილებების მომზადების შემდეგ, პრემიერმინისტრი განცხადებას გააკეთებს.

"ამ შემთხვევაში ჩემი მოსაზრებები პრემიერის პოზიციისგან არ განსხვავდება და ვფიქრობ, რომ გარკვეულ დროს გარკვეულ პირობებში, როდესაც კონცეპტუალურად იქნება მომზადებული ცვლილებები, პრემიერი ამას განაცხადებს. დეტალებს ვერ გეტყვით, თუმცა, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რეზერვებს ვხედავ. ეს იქნება სამინისტროების მეტი ოპტიმიზაცია, ასევე ვფიქრობ, რომ სამინისტროებში შიგნითაც არის ოპტიმიზაციის რესურსი, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებშიც", - თქვა აგულაშვილმა.

აგულაშვილის თქმით, მიდგომა, რომელსაც ის ემხრობა, არის "ნაკლები სახელმწიფო და ნაკლები ადმინისტრაცია".

კომენტარები