დაიცავი თავისუფლება

პლატფორმა დაიცავი თავისუფლების წევრები დღეს სოფელ წეროვანში იმყოფებოდნენ

პლატფორმა დაიცავი თავისუფლების წევრები დღეს სოფელ წეროვანში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას მათ პრობლემებზე გაესაუბრნენ.

წეროვნის მცხოვრებლები მძიმე საცხოვრებელ პირობებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მათი ძირითადი პრობლემა დასაქმება და შესაბამისად, მწირი ფინანსებია.

წეროვანში მცხოვრები დევნილები ამბობენ, რომ არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები მათ მიმართ ყურადღებას არ იჩენენ.

წეროვანის დევნილების დასახლებაში მოსახლეობის ნაწილს წლების განმავლობაში დაგროვებული კომუნალური გადასახადის გამო გაზი და ელექტროენერგია ჩაჭრილი აქვთ.

დაიცავი თავისუფლება სოფელ წეროვნის მცხოვრებლების პრობლემების მოსაგვარებლად კამპანიის დაწყებას გეგმავს.

კომენტარები